იმის გამო რომ შავგულიძემ საქმე სააპელაციოში არ გაასაჩივრა, მურუსიძეს ფორმალური შესაძლებლობა არ ჰქონდა, რომ საქმე პირველ ინსტანციაში დაებრუნებინა, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "პირისპირ" განაცხადა.
"არავითარი ვარირების საშუალება რიგით მოსამართლეს, მურუსიძეს უზენაეს სასამართლოში არ ჰქონდა კანონმდებლობით. ვერ დააბრუნებდა იმ მიზეზით, რომ შავგულიძემ დაარღვია და არა მურუსიძემ. შავგულიძემ არ დაწერა რატომღაც აპელაციაში როდესაც პირველმა ინსტანციამ ძალიან დაბალი სასჯელი მიუსადაგა, 8 და 7-7 წელი. მეორე ინსტანციის შემდგომ როდესაც უზენაესში გადავიდა სურვილი უჩნდება შავგულიძეს მაგრამ აღარ აქვს ამის საშუალება იმიტომ რომ პირველი ინსტანცია გამოტოვა. ასეა, შავგულიძის დღევანდელ პოზიციას თუ ვნახავთ, სად არის ის, რეალურად ნაციონალური მოძრაობის წევრი გახდა და ნაციონალური მოძრობა მას მხარს უჭერს არჩევნებზე - ევროპული საქართველოა მაგრამ ეს ერთია ჩემთვის ორივე. და სად მივიდა დღეს შავგულიძე თუ ვნახავთ, ის, რაც მეგონა რომ გამოეპარა და შეცდომა დაუშვა, როცა აპელაციაში არ დაწერა, დღეს ასე აღარ ვთვლი. ის იყო თამაშის მონაწილე", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.