ევროპის ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ავიაკომპანია და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში წამყვანი დაბალფასიანი გადამყვანი Wizz Air შეუერთდა ახალ კამპანიას სახელად Not on my flight (ჩემს რეისზე არა), რომელიც ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ იქნა წამოწყებული. კამპანიის მიზანია ყველა ევროპულ რეისებზე არადისციპლინირებულ მგზავრთა რაოდენობის შემცირება და მგზავრების მშვიდად მოგზაურობის უფლების დაცვა.
ევროკავშირში გარკვეული რაოდენობის რეისების მშვიდად განხორციელებას არადისციპლინირებული მგზავრების ქცევა უშლის ხელს. ამგვარი ინციდენტების მინიმუმ 70% აგრესიის გარკვეულ ფორმას მოიცავს. მართალია ბოლო წლებში Wizz Air-ის რეისებზე ასეთი ინციდენტების რაოდენობა სტაბილურად დაბალი იყო, რაც მკაცრი წესებით და ეკიპაჟების გაწრთვნის მაღალი დონით იყო განპირობებული, თუმცა 2018 წელს საავიაციო დარგში 2017 წელთან შედარებით არადისციპლინირებული ქცევის შემთხვევები 34%-ით გაიზარდა.
მართალია არადისციპლინირებული მგზავრების ოდენობა მგზავრთა საერთო ოდენობის ფონზე ძალზედ მცირეა, მაგრამ მათი ქმედებების ზეგავლენა შეიძლება არაპროპორციულად დიდი იყოს რეისის მიმდინარეობაზე და სხვა მგზავრებზე. არადისციპლინირებული ქცევა, მაგალითად ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება და თრობა, ტუალეტში სიგარეტის მოწევა, ეკიპაჟისა და სხვა მგზავრების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა ან ეკიპაჟის მოთხოვნებისადმი არ დამორჩილება, რეისის ნორმალურ მიმდინარეობისთვის არასაჭირო რისკებს აჩენს, რადგან ეს ეკიპაჟს საკუთარი პირდაპირი მოვალეობების განხორციელებაში უშლის ხელს და გარდა ამისა, ამ ყველაფერს რეისის ხანგრძლივად შეყოვნება შეუძლია.
WizzAir-სთვის, როგორც ევროპის წამყვანი დაბალ ფასიანი გადამყვანისთვის, უსაფრთხოება ყოველთვის მთავარი პრიორიტეტი იყო. ავიაკომპანიას ერთ-ერთი ყველაზე ახალი და თანამედროვე ავია პარკი გააჩნია, მისი 112 Airbus-ის A320-ის და A321-ის საშუალო ასაკი 4.5 წელს შეადგენს. ავიაკომპანია ასევე ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას ატარებს მისი მგზავრებისადმი და პერსონალისადმი (რომელიც სულ დაახლოებით 4,500 ადამიანისგან შედგება) აგდებული ქცევისადმი. Wizz Air-ის მოტივირებული და პროფესიონალურად გაწრთვნილი ეკიპაჟი ეფექტურად ახდენს არადისციპლინირებული მგზავრების განეიტრალებას რეგულარული ტრენინგების დროს ნასწავლი ინსტრუქციების შესაბამისად. Wizz Air მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან არადისციპლინირებულ მგზავრებთან დაკავშირებით.
„თითოეულმ გზავრს და ეკიპაჟის წევრს უსაფრთხო მგზავრობის უფლება გააჩნია, რომელიცსიტყვიერიდაფიზიკურიშეურაცხყოფისგანიქნებათავისუფალი. მგზავრობა სასიამოვნო პროცესი უნდა იყოს, რომლის დროსაც მგზავრები ერთმანეთს და ეკიპაჟის წევრებს პატივისცემით ებყრობიან .შარშან, 34-მამილიონმა ადამიანმა Wizz Air-ის მიზიდველი ფასები აირჩია და ჩვენს მზარდ ქსელში არ გვაქვს უფლება პატარა უმცირესობას ამდენი ზრდილობიანი და წესიერი კლიენტის სასიამოვნო გამოცდილების გაფუჭების უფლება მივცეთ.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მხარი აგვება EASAს დიდებული ინიციატივისთვის და ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ჩვენსმგზავრებს რომშემოუერთდნენ ჩვენსძ ალისხმევას და სოციალურმ ედიაშია რსებულ თავიანთ პროფილებზე #notonmyflight ჰეშტეგი (#არაჩემსრეისზე) განათავსონ.“, აცხადებს Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერი ანდრაშ რადო.