"ქედს ვიხრი იმ გმირი ადამიანების წინაშე, ვინც სიცოცხლე შესწირა საქართველოს თავისუფლებას", - საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 30 წლისთავს სოციალურ ქსელ "ფეისბუკით" ეხმიანება.
"დღეს 1989 წლის 9 აპრილიდან 30 წელი გავიდა. ქედს ვიხრი იმ გმირი ადამიანების წინაშე, ვინც სიცოცხლე შესწირა საქართველოს თავისუფლებას. დიდება გმირებს!", - წერს ბახტაძე.
1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე დატრიალებული ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა.
9 აპრილს, დილის ოთხ საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სახლის წინ შეკრებილი მშვიდობიან მომიტინგეები, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, საბჭოთა არმიის სამხედრო შენაერთებმა დაარბიეს.