ზუგდიდის მერობის კანდიდატს სანდრა რულოვსს მხარდაჭერას უცხადებს "ევროპული საქართველო." როგორც გიგი უგულავა აცხადებს, პარტია ჩართულია სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანიაში.
„სანდრას გამარჯვების შანსები არის ძალიან მაღალი. მეტიც, სანდრა გაიმარჯვებს. ჩვენ, "ევროპული საქართველო" მივიღებთ მონაწილეობას ქალბატონი სანდრას კამპანიაში. ადგილობრივი ჩვენი ოფისი სრულად არის ამ საქმეში ჩართული, ისევე როგორც ჩვენ ვთანამშრომლობთ ენმ-სთან მთაწმინდის ოლქში. მე დარწმუნებული ვარ რომ 19 მაისი ზუგდიდი და მთაწმინდა ერთობლიობაში იქნება ის წითელი ღილაკი, რომელსაც "ქართული საზოგადოება" აუნთებს ბიძინა ივანიშვილის მმართველობას,“-განაცხადა გიგი უგულავამ.