დღეს, 8 აპრილს, პარლამენტში კენჭს უყრიან „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების კანონპროექტს, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებს.
5 აპრილის კენჭისყრაზე ზოგადი განათლების კანონში ცვლილებებს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. ცვლილებები სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ეხებოდა. კანონპროექტს მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი არავინ წასულა. ცვლილებების მისაღებად საჭირო იყო 63 ხმა.