გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსთან და სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად ბათუმის ბულვარში თევზისა და ზღვის პროდუქტების საერთაშორისო ფესტივალს დაესწრო სადაც წარმოდგენილი იყო , საქართველოში, უკრაინაში და თურქეთში წარმოებული თევზეული და მისგან მომზადებული ტრადიციული კერძები.
ფესტივალი მიზნად ისახავს აქკაკულტურის პოპულარიზაციას, ქვეყნის თევზმოშენების სფეროში ჩართული ორგანიზაციებისა და პირების ურთიერთდაკავშირებას, მათ შორის გამოცდილებების გაზიარების და სამომავლო საქმიანობების დაგეგმვას, აღნიშნული ხელს შეუწყობს არსებული ჰიდროპოტენციალის უფრო ეფექტურ გაზრდას და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებს.
ღონისძიება ორგანული აქვაკულტურის განვითარების ასოციაციის „ფორეჯი“- ს, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის „სენი“ და ალიანს ჯგუფის ორგანიზებით გაიმართა.