თუ ჩვენ, ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს არ ვაჩვენეთ, რომ ვართ სტაბილურად, რომ ვვითარდებით, რომ ვართ ძლიერები, ვართ ერთიანი, ჩვენ მათ ვერ დავარწმუნებთ იმაში, რომ დადგა გაერთიანების დრო, - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივნმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდის მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას წარდგენაზე.
„სულ რამდენიმე კილომეტრში ჩვენი ტკივილი და ჩვენი სიამაყე - აფხაზეთია. აქაც მინდა იგივე გავიმეორო, რომელიც უკვე ვახსენე, თუ ჩვენ, ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს არ ვაჩვენეთ, რომ ვართ სტაბილურად, რომ ვვითარდებით, რომ ვართ ძლიერები, ვართ ერთიანი, ჩვენ მათ ვერ დავარწმუნებთ იმაში, რომ დადგა გაერთიანების დრო. ამიტომ ეს უნდა გვახსოვდეს, ჯერ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, საზოგადოება უნდა გაერთიანდეს საერთო მიზნის გარშემო და ეს მიზანი უნდა იყოს ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო, ამის შემდეგ ჩვენ უნდა შემოვიერთოთ ჩვენი ძმები და დები, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზეთი“, - განაცხადა ღარიბაშილმა.