გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსთან და სპეციალისტებთან ერთად, სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმი“ „თევზმოშენება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის“ კონფერენციას დაესწრო.
შეხვედრაზე, მხარებმა სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში თევზმოშენების სფეროში არსებული საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, შეხვედრაზე ასევე ხაზი გაუსვევს უცხოელი სპეციალისტების გამოცდილების გაზიარებას, რათა შესაძლებელი გახდეს არსებული ჰიდროპოტენციალის უფრო ეფექტური გამოყენება ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე.
კონფერენციას უკრაინის, თურქეთის, ნორვეგიის, სომხეთის და აზერბაჯიანის თევზმოშენებაში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.