სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ცხოვრების შესახებ არაფერი იცის, - აცხადებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტი ადგილობრივ მედიასთან საუბრისას. ბიბილოვი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას იღებს ვაშინგტონი და სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს ხაზს, რომელსაც განსაზღვრავს ვაშინგტონი და ბრიუსელი.
„სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ცხოვრების შესახებ არაფერი იცის. საიდან ჩამოვიდა ის? საფრანგეთიდან... არ ვფიქრობ, სალომეს ისეთი ცუდი ცხოვრება ჰქონოდა საფრანგეთში, რომ გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნება და თავისი ხალხის დახმარება, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. გადაწყვეტილება მიიღო ვაშინგტონმა, ის ჩამოვიდა და აგრძელებს ხაზს, რომელსაც განსაზღვრავს ვაშინგტონი და ბრიუსელი“, - განაცხადა ბიბილოვმა.