სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, სამწუხაროდ, საზოგადოებაში ხშირად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ არაფორმალურ სექტორში მომუშავე პირებს, გზავნილების მიმღებებს და უცხოეთში მყოფ ჩვენ მოქალაქეებს სესხზე წვდომა მნიშვნელოვნად შეეზღუდათ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
"როგორც უკვე აღვნიშნე, თუკი მსესხებელს რაიმე ტიპის, ფორმალური ან არაფორმალური, შემოსავალი გააჩნია - ვიმეორებ, ფორმალური ან არაფორმალური - იგი ამ შემოსავლების ფარგლებში შეძლებს საკრედიტო რესურსზე წვდომას, თუკი სესხის გამცემ ორგანიზაციას მიაწოდებს ინფორმაციას შემოსავლისა და მისი წყაროს შესახებ", განმარტავს კობა გვენეტაძე.