ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, შეფასებით, შემდგომ წლებში საკრედიტო პორტფელის ზრდა 10-15 %-ის ფარგლებში იქნება, საიდანაც ნახევარი ბიზნეს სექტორზე მოვა.
„მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო ზრდაში 2/3 სწორედ ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე მოდიოდა- ხოლო ბიზნესებზე მხოლოდ - 1/3. ფიზიკური პირების დაკრედიტებაში მაღალია სამომხმარებლო სესხების წილი, რომელიც ხშირ შემთხვევაში მაღალპროცენტიანი და მოკლევადიანია და მისი სარგებელი ეკონომიკისთვის მცირეა. ჩვენი გათვლაა, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების დამკვიდრებით ხელი შეეწყობა სესხების გადამისამართებას უფრო პროდუქტიულ სექტორებში, როგორებიცაა მცირე და საშუალო მეწარმეობა (SME) და სხვა ბიზნეს სესხები. ჩვენი შეფასებით, შემდგომ წლებში საკრედიტო პორტფელის ზრდა 10-15 %-ის ფარგლებში იქნება, საიდანაც ნახევარი ბიზნეს სექტორზე მოვა. შესაბამისად, ბიზნეს დაკრედიტების ხარჯზე სესხების ზრდას ეკონომიკის ზრდასა და დასაქმებაზე გაცილებით მაღალი ეფექტი ექნება, ვიდრე სამომხმარებლო სესხების შემთხვევაში", აღნიშნა კობა გვენეტაძემ.