ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, დაკრედიტების ზრდის ტემპი ეკონომიკის ზრდის ტემპებთან შედარებით საკმაოდ მაღალი იყო.
მისი განცხადებით, ბოლო 6 წლის განმავლობაში ფიზიკური პირების დაკრედიტება მშპ-სთან მიმართებაში 15%-დან 40%-მდე გაიზარდა.
"ჩვენნაირი ეკონომიკისათვის 40% უკვე ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, ეკონომიკის ზრდის ტემპებთან შედარებით, დაკრედიტების ზრდის ტემპიც ასევე საკმაოდ მაღალი იყო. კერძოდ, საკრედიტო ზრდა ბოლო 3-5 წლის მანძილზე, საშუალოდ, წლიურად 20%-ზე მაღალი იყო. თუ დავალიანება უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მისი მომსახურების შესაძლებლობა, ეს რამდენიმე წელიწადში აუცილებლად გამოიწვევდა მძიმე პრობლემებს, როგორც მსესხებლებისათვის, ასევე საფინანსო სექტორისათვის და მთლიანად ეკონომიკისათვის. ჩვენი საქმიანობის უმთავრესი მიზანი კი სწორედ ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა", განაცხადა გვენეტაძემ.