„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 11 % სრულად ენდობა საქართველოს პრეზიდენტს, ხოლო პრემიერ-მინისტრს - 9 %.
პრეზიდენტს საერთოდ არ ენდობა გამოკითხულთა 18 %, ხოლო პრემიერ-მინისტრს 15 %.
ქვეყანაში არსებული ინსტიტუტებიდან სასამართლოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ნდობის მაჩვენებელი აქვს. მას გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 5 % ენდობა.
„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) გამოკითხვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში ჩაატარა. გამოიკითხა 2087 ადამიანი. საშუალო ცდომილება 2,3%-ს შეადგენს.