საქართველოს მოსახლეობის 55,2% მიიჩნევს, რომ საქართველოში არ არის პოლიტიკური პარტია, რომელიც მისთვის მნიშვნელოვან პრობლემებს მოაგვარებს.
საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 10%-ია პოლიტიკური პარტიების საქმიანობით სრულად კმაყოფილი, ხოლო 46,3% უფრო კმაყოფილია, ვიდრე უკმაყოფილო.
ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 66%-ს არასდროს წაუკითხავს პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამა. კითხვაზე - ხმის მიცემისას, უფრო მნიშვნელოვანია პარტიის საარჩევნო პროგრამა თუ ლიდერების ვინაობა - მოსახლოების 38,5% პირველს ასახელებს, ხოლო 45,8% მეორეს.
კითხვაზე - რა კრიტერიუმით ირჩევენ პარტიები, ვინ წამოაყენონ კანდიდატად საპარლამენტო არჩევნებზე - მოსახლეობა ასე პასუხობს:
არ ვიცი/უარი პასუხზე: 20,8%, პროფესიონალიზმით: 24,1%, საზოგადოებაში ცნობადობით: 17,1%, პატიოსნებით: 6,6%, პირადი კავშირების პარტიის ლიდერებთან: 18,7%, ფულით: 12,4%, სხვა: 0,3%.
მოსახლეობის 60,7% მიიჩნევს, რომ არჩევნებში კაცს გამარჯვების უფრო მაღალი შანსი აქვს, ვიდრე ქალს. მოსახლეობის 17% მოუწონებდა ქალიშვილს, პოლიტიკაში წასულიყო.
საქართველოს მოსახლეობის 52% სრულად ეთანხმება, ხოლო 35% ეთანხმება მოსაზრებას, რომ პოლიტიკაში ადამიანები საკუთარი კეთილდღეობისთვის მიდიან.
კვლევის ფარგლებში 1786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1187 რეგიონებში) გამოკითხა; რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის შერჩევის პრინციპით, კიშის ცრილის გამოყენებით შეირჩნენ. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2,9%-ია, თუმცა თითეულ კითხვას ინდივიდუალური ცდომილების ზღვარი აქვს და, შესაძლოა, ის არ ემთხვეოდეს საშუალო ცდომილების ზღვარს. საველე სამუშაოები 2018 წლის 16-27 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვა ჩატარდა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ, ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში.