ჩეხეთის რესპუბლიკამ საქართველო უსაფრთხო კატეგორიის ქვეყნების სიაში შეიყვანა. აღნიშნული გადაწყვეტილება ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ჩეხეთის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ დადებით გარემოს, პოლიტიკურ სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას, რაც აღიარებულია ჩვენი პარტნიორების მიერ. ჩეხეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შედეგად საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განსახილველად გამოყენებული იქნება დაჩქარებული პროცედურა, რაც განაცხადის განხილვის ვადას საგრძნობლად შეამცირებს.
ჩეხეთის რესპუბლიკა ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მე-12 ქვეყანაა, იმ სახელმწიფოებიდან (ბულგარეთი, საფრანგეთი, ლიხტენშტაინი, ავსტრია, ბელგია, ნიდერლანდები, ისლანდია ლუქსემბურგი, ირლანდია, ესტონეთი, დანია), რომელთაც აღნიშნული კლასიფიკაცია გააჩნია და საქართველოსთან მიმართებაში შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.
ჩეხეთის რესპუბლიკის გადაწყვეტილება უკვე ძალაშია შესულია.