უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში საარჩევნო ოქმებს 45,5 პროცენტის დათვლის შედეგად ვლადიმირ ზელენსკი ლიდერობს. ცენტრალური საარჩვენო კომისიის მონაცემებით, მას ხმების 33,16 პროცენტი აქვს, პრეზიდენტ პოროშენკოს ამომრჩეველთა 16,61 პროცენტმა მისცა ხმა. პარტია „ბატკივშინას“ ლიდერმა იულია ტომოშენკომ კი დათვლილი ბიულეტინების თანახმად 13,09 პროცენტი მიიღო.
ოპოზიციური პარტიის ლიდერი იური ბოიკო 11,51 პოროცენტით მეოთხე ადგილს იკავებს.
უკრაინაში პრეზიდენტის არჩევნები 31 მარტს გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, კანდიდატებიდან ვერცერთი ვერ აგროვებს პირველ ტურში გამარჯვებისთვის საჭირო ხმებს. საპრეზიდენტო მარათონში შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი ლიდერობს. მოსალოდნელია მეორე ტური.