ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო ბლოკი ოფიციალურად დარეგისტრირდა. შესაბამისი განცხადება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიების წარმომადგენლებმა დღეს შეიტანეს.
‘’ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა ადამიანის უფლებების უზენაესობაზე დაფუძნებული ქვეყნის შენება დავიწყოთ, ეს არის ის ფასეულობები და პრინციპები, რის გარშემოც ჩვენ გავერთიანდით, მათ შორის ჩვენი წარსულის კარგად გააზრებით თუ რა ტიპის შეცდომები დავუშვით ამ მიმართულებით. პირველი ნაბიჯი ამ ერთობის გამარჯვების და ცვლილებების მოტანის იქნება სწორედ მთაწმინდის არჩევნები, სადაც ჩვენ გვეყოლება საერთო კანდიდატი“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ
ნინო გოგუაძის განცხადებით , ბლოკი „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ მთაწმინდის შუალედური არჩევნებისთვის შეიქმნა, თუმცა პარტიებს შორის ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება და 2020 წლის არჩევნებისთვის შესაძლოა კვლავ გაერთიანდნენ, არსებული ხელისუფლების შესაცვლელად.
„დღეს ოფიციალურად დავარეგისტრირეთ საარჩევნო ბლოკი „ევროპული საქართველო“- „თავისუფალი დემოკტრატები“. ჩვენი ბლოკის კანდიდატი არის შალვა შავგულიძე, ჩვენ არც ენერგია და არც დასაკარგი დრო არ გვაქვს, უნდა გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში და ხელისუფლებას ვუთხრათ, რომ მას არ გაუვა საკუთარი ხალხის და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის განხორციელება“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.