ჩვენ ყველა დასახლებულ პუნქტში ჩავალთ, ყველა ქართულ ოჯახში შევალთ, რომ ვისაუბროთ განათლების რეფორმაზე - ამ ეროვნულ იდეაზე, რომ მოვისმინოთ მეტი რეკომენდაციები, რჩევები, კრიტიკა ჩვენი მოქალაქეებისგან, რათა ეს რეფორმა გავხადოთ ისეთი, რომელიც ყველა გამოწვევის გამკლავებაში დაგვეხმარება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქლაივში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი არის პროფესიული განათლება და აქედან გამომდინარე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, კერძო პროფესიულმა სასწავლებლებმაც ისეთივე დაფინანსება მიიღონ, როგორსაც სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლები იღებენ.
„ნებისმიერ ახალგაზრდას, ნებისმიერ მსურველს ექნება ვაუჩერი, რომლითაც შეუძლია ისარგებლოს. კერძო სექტორთან თანამშრომლობის გარეშე პროფესიულ სწავლებას აზრი არ აქვს და ჩვენ გამოვასწორეთ ის ხარვეზი, რაც გვქონდა. ამასთან ერთად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვტილება, პროფესიულ სასწავლებლებში მომუშავე მასწავლებლებისა და პროფესორებისათვის ხელფასი 30 პროცენტით გაიზარდოს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.