საქართველოსა და EUROJUST -ს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. ჰააგაში დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ და EUROJUST-ის პრეზიდენტმა ლადისლავ ჰამრანმა.
საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც EUROJUST-მა შეთანხმება გააფორმა. დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, საქართველო, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მსგავსად, EUROJUST-ში წარმოდგენილი იქნება მეკავშირე პროკურორით. ორგანიზაციაში ასევე მეკავშირეები ჰყავთ პარტნიორ სახელმწიფოებს (მათ შორის აშშ-ს, ნორვეგია-ს, შვეიცარია-ს და ა.შ).
"უპირველეს ყოვლისა, მინდა, აღვნიშნო, რომ ეს მნიშვნელოვანი თარიღიაორივე მხარისთვის. საქართველოს საშუალება ეძლევა, პირდაპირ კავშირზე იყოს ევროკავშირის 28 წევრ ქვეყანასთან, 3 ქვეყნისურთიერთობის კოორდინატორ 6 პროკურორთან და 46 ქვეყნის პროკურორების გლობალურ ქსელთან. ამასთან ერთად, „Eurojust"-თან თანამშრომლობით, თქვენ მიიღებთ უფრო ეფექტურ მხარდაჭერას საზღვრის კვეთასთან დაკავშირებულიორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მეორე მხრივ, „Eurojust"-იც გაიძლიერებს საკუთარპოზიციას როგორც გლობალური პარტნიორი საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში", განაცხადა ევროჯასტის პრეზიდენტმა ლადისლავ ჰამრანმა.
EUROJUST-თან შეთანხმება საქართველოს და ევროკავშირის ქვეყნებს შესაძლებლობას მისცემს უფრო სწრაფად და ეფექტიანად ითანამშრომლონ დანაშაულის გამოძიების პროცესში. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საშუალება იქნება საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულება.
„დღეს ჩვენ ჰააგაში ხელს ვაწერთ ევროკავშირის იუსტიციების სისტემებთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც საშუალებას მისცემს ევროკავშირს, ქართველ პროკურორებსა დაგამომძიებლებთან ერთად კიდევ უფრო აქტიურად იმუშაონ სისხლის სამართლის საქმეებზე, როდესაც საქმე ეხებატრანსნაციონალურ დანაშაულს − იქნება ეს ჩვენი მოქალაქეების ჩართულობით ევროკავშირის ქვეყნებში ჩადენილიდანაშაული, თუ ნებისმიერი იმ პირის მიერ ჩადენილი ტრანსნაციონალური დანაშაული, რომელიც საქართველოსიურისდიქციის ქვეშ შეიძლება იმყოფებოდეს ან, უბრალოდ, ჩვენ შეიძლება ვფლობდეთ ამის შესახებ ინფორმაციას.
ხელმოწერამდეც ჩვენ ბოლო ოთხი წელია, ვთანამშრომლობდით ევროჯასტთან და 30-ზე მეტ საქმეზე გვქონია წარმატებულიურთიერთობა. ეს ხელმოწერა საშუალებას მისცემს უკვე დამოუკიდებელ და იუსტიციის სამინისტროსგან გამოყოფილგენერალურ პროკურორს და მის ოფისს საქართველოს მხრიდან, რომ აქ, ჰააგაში, დაასახელოს თავისი წარმომადგენელიპროკურორი და ევროკავშირელ პროკურორებთან ერთად იმუშაოს დანაშაულის პრევენციასა და იმ დანაშაულის გამოძიებაზე,რომლის გამოძიებაზეც საზღვარი ვეღარ შექმნის პრობლემას", − განაცხადა თეა წულუკიანმა.
EUROJUST-თან ორმხრივი სამართლებრივი თანამშრომლობის გაღრმავება ასევე გულისხმობს ქართული მართლმსაჯულების სისტემის, მოსამართლეების, პროკურორების, გამომძიებლების და სამართლის სისტემის სხვა წარმომადგენელთათვის მაღალი სტანდარტების დაწესებას და ქართული მართლმსაჯულების სისტემის ევროპის მართლმსაჯულების სისტემაში ჩართვას.
შეთანხმების გაფორმების გადაწყვეტილების მიღებამდე, 2017 წელს, EUROJUST-მა შეისწავლა საქართველოს სამართალდაცვით სფეროში პერსონალური მონაცემების დაცულობის თავსებადობა ევროკავშირის რეგულაციებთან და შეთანხმების გაფორმების საკითხი დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ გადაწყდა.
EUROJUST სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის დაწესებულებაა, რომელიც 2003 წლიდან ფუნქციონირებს ჰააგაში, ნიდერლანდების სამეფოში. შეთანხმების გაფორმების მიზნით EUROJUST-თან მოლაპარაკებებსა და საქართველოში გასატარებელ შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა.