"ნუ იმუქრები ერთი თუ ქალი ხარ, ნუ იმუქრები", - ასე მიმართა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ "ევროპული საქართველოს" წევრს ელენე ხოშტარიას კომიტეტის სხდომაზე, სადაც სოციალური მუშაკების გაფიცვის საკითხზე მსჯელობდნენ.
ელენე ხოშტარია ადამიანის უფლებათა დარღვევებზე საუბრობდა, რასაც სოფო კილაძემ დემაგოგიური უწოდა.
"ელენე, ნუ გადაგყავს პოლიტიკურ ჭრილში...სირცხვილია...უფლებებზე ნაციონალური მოძრაობა ჩვენ რომ გველაპარაკება სირცხვილია. ჩვენ გავაგრძელებთ საქმიანად განხილვას, ელენე ნუ დემაგოგობ... ნუ იმუქრები ერთი თუ ქალი ხარ, ნუ იმუქრები. ნაციონალური მოძრაობისგან ადამიანის უფლებას ვერ მივიღებ...თავხედიცა ხარ და მეტიც ხარ", - განაცხადა სოფო კილაძემ ელენე ხოშტარიას პასუხად.