საქართველო - ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიერ მიღწეულ შედეგებს დადებითად აფასებს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
27-28 მარტს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, საქართველო - ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის რიგით მე-8 სხდომა გაიმართა.
უწყების ინფორმაციით, საპარლამენტო კომიტეტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში სხვა საკითხებთან ერთად დადებითად ფასდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიერ, 2018 წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები სიძულვილის, დისკრიმინაციის, გენდერული ნიშნით ძალადობის, ტრეფიკინგისა და არასრულწლოვნების მიერ ან მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მიმართულებით.