აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს სხდომის დაწყებამდე თქვა, რომ ოპონენტები ქმნიან მითებს, თითქოს აჭარამ მიზიდულობის ძალა დაკარგა, სინამდვილეში კი რეგიონში მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები ხორციელდება.
"ის შარლატანები, რომლებიც ყოველდღიურად აკეთებენ კომენტარებს, ქმნიან მითებს თითქოს აჭარა კარგავს მიზიდულობას, ჩვენ მათ ვუპასუხებთ საქმით. ჩვენი უფროსი მხოლოდ ხალხია და ანგარიშს სწორედ მათ ჩავაბარებთ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძე.