2018 წლის ბუნებრივი მატება - სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის - წინა წელთან შედარებით 15.7 პროცენტით შემცირდა და 4 614 შეადგინა. სტატისტიკას „საქსტატი“ აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ 2018 წელს ბუნებრივი კლება დაფიქსირდა იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის რეგიონებში.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 51 138 ბავშვი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 4 პროცენტით ნაკლებია. რაც შეეხება გარდაცვლილთა რიცხოვნობას, 2.7 პროცენტით შემცირდა და 46 524 ადამიანი შეადგინა.