2018 წელს 416 ჩვილი (1 წლამდე ასაკის ბავშვი) გარდაიცვალა. „საქსტატის“ ინფორმაციით, ჩვილთა მოკვდაობის კოეფიციენტი, 1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე, წინა წელთან შედარებით 1.5 პუნქტით შემცირდა და 8.1 პრომილე შეადგინა.
ჩვილთა მოკვდაობის კოეფიციენტის ანალოგიურად, 5 წლამდე გარდაცვლილთა კოეფიციენტი (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 2017 წელთან შედარებით 1.4 პუნქტით შემცირდა და 9.8 პრომილე შეადგინა.
2018 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2017 წელთან შედარებით 2.7 პროცენტით შემცირდა და 46 524 ადამიანი შეადგინა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, სტატისტიკა არ მოიცავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს.