2018 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 51 138 ბავშვი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 4 პროცენტით ნაკლებია. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.
„საქსტატის“ ინფორმაციით, დაბადებულთა შორის– 26 538 ბიჭი და 24 600 გოგოა. „სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით დარჩა უცვლელი და ყოველ 100 ცოცხლად დაბადებულ გოგოზე 107.9 ბიჭი მოდის“, - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2018 წელს 2017 წელთან შედარებით 38.9 პროცენტიდან 37.9 პროცენტამდე შემცირდა რიგით პირველი დაბადებულის წილი. მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი 22.6 პროცენტიდან 23.4 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა.