სალომე ზურაბიშვილი ბათუმის სახელმწიფო თეატრის შენობის გახსნას დაესწრება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეწვევა და თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
თეატრის საერთაშორისო დღე ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის ძირითადი შენობის გახსნით აღინიშნება.
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თეატრში დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერას დაესწრება.
ბათუმში პირველი ქართული წარმოდგენა აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების შემდეგ, 1879 წლის 8 (20) ივლისს ადგილობრივებმა გამართეს.