საკონსულტაციო კომპანია Henley&Partners-ის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის პასპორტი საერთაშორისო რეიტინგში მსოფლიოში 49-ე ადგილზეა.
ვებგვერდის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ ან გამარტივებული პროცედურებით მოგზაურობა მსოფლიოს 114 ქვეყანაში შეუძლიათ.
ცნობისათვის, Henley&Partners-ის რეიტინგში პირველობას იაპონია, სამხრეთ კორეა, გერმანია და სინგაპური ინაწილებენ, რომელთა მოქალაქეებსაც გამარტივებული პროცედურებით მოგზაურობა 189 ქვეყანაში შეუძლიათ.