შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში მიმდინარე წლის თებერვალში 1669 ადამიანი არ შემოუშვეს. საქართველოში ყველაზე მეტი 564 ირანის და ინდოეთის 428 მოქალაქე არ შემოუშვეს.
ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვათ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს: აზერბაიჯანი – 141; თურქეთი – 102; თურქმენეთი – 54; რუსეთი – 51; ვიეტნამი – 42; უზბეკეთი – 40; სომხეთი – 37; პაკისტანი – 24; ყაზახეთი – 19; ერაყი – 18; ყირგიზეთი – 17; ბანგლადეში, იემენი, კუბა – 13; ჩინეთი – 11; ეგვიპტე – 10; ფილიპინები – 8; სირია, ტაჯიკეთი – 7; იორდანია – 6; ავღანეთი – 5: მაროკო, ნიგერი, სუდანი – 4; ნიგერია, პალესტინა, მოქალაქეობის არმქონე პირი – 3; ალჟირი, დომინიკის რესპუბლიკა, კამერუნი, საუდის არაბეთი, სომალი – 2; ანგოლა, ისრაელი, ლიბანი, მავრიკი, ომანი, პერუ, ტაილანდი, ტუნისი – 1.