საპენსიო სააგენტო საინვესტიციო საბჭოს წევრთა ხელფასებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს:
"საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტებისთვის Financial Times-ში განთავსებულმა განცხადების ტექსტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, გვსურს ავუხსნათ საზოგადოებას ვაკანსიის გამოქვეყნების ტექნიკური დეტალები და ნათელი მოვფინოთ მედიაში გავრცელებულ მცდარ შეფასებებს.
Financial Times-ში ვაკანსიის გამოსაქვეყნებლად აუცილებელია მოინიშნოს გარკვეული ველები, მათ შორის სახელფასო დიაპაზონი. ვაკანსიის განცხადების განთავსებისას მოვნიშნეთ ყველაზე დაბალი სახელფასო დიაპაზონი (0-დან 60,000-მდე წლიური). მონიშნული გრაფა არ ნიშნავს, რომ სააგენტო ანაზღაურების სახით ამ დიაპაზონის მაქსიმალური თანხის გადახდას აპირებს. გასათვალისწინებელია, რომ საინვესტიციო საბჭოს წევრების კანდიდატების კვალიფიკაციის მიმართ სააგენტოს განსაკუთრებით მაღალი სტანდარტები აქვს დაწესებული".