გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 01 მარტიდან დღემდე, 10 უკანონო სახერხი საამქრო და სახერხების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 17 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევის ყველაზე მეტი - 7 ფაქტი გამოვლინდა შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ზემო სვანეთში 1 ფაქტი დაფიქსირდა, ასევე 1 ფაქტი - სამეგრელოში, იმერეთში - 5 ფაქტი, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 1 ფაქტი, აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 5 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთში - 4 ფაქტი, კახეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე - 2, ხოლო თბილისში - 1 ფაქტი.
ჯამში, სამართალდარღვევის 27 ფაქტია გამოვლენილი.
სახერხი საამქროები დაილუქა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.