დღეს, 24 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის და სომხეთის მთავრობის მეთუარის ნიკოლ ფაშინიანის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა სომხეთში, სოფელ ენოქავანში. ინფორმაციას სომხეთის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სომხური მედიის ინფორმაციით, საუბარი შეეხო სომხურ-ქართული ურთიერთობების საკითხებს, მათ შორის ისეთ საკითხებს, რომელიც ორმხრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს.
მამუკა ბახტაძემ და ნიკოლ ფაშინიანმა შეხვედრისას ხაზი გაუსვეს სომხურ-ქართული ურთიერთობების მნიშვნელობას ყველა სფეროში იმედი გამოთქვეს, რომ მეზობელი ქვეყნების შემდგომი აქტიური თანამრომლობა კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს ორი ქვეყნის ურთიერთბებს.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია გაგრძელდეს შეხვედრები, როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ ფორმატებში.
შეგახსენებთ, რომ ბახტაძესა და ფაშინიანს შორის პირველ არაფორმალური შეხვედრა მიმდინარე წლის 15 იანვარს გაიმართა.