ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარემ გაეროს მხრიდან ანტი ტურუნენმა გალის რაიონში დისლოცირებული რუსული საოკუპაციო ჯარის ნაწილები, ე.წ. მესაზღვრეთა დანაყოფები მოინახულა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთში დისლოცირებული რუსული "ეფ-ეს-ბეს" სასაზღვრო სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამხედრო დანაყოფების მონახულებისას ანტი ტურუნენი გაეცნო ე.წ. სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომელთა განლაგებას და ხელმძღვანელობას შეხვდა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე საზღვრის დაცვის საკითხები განიხილებოდა.
"აღნიშნული შეხვედრა პირველია, მას შემდეგ რაც აფხაზეთში რუსული "ეფ-ეს-ბეს" სასაზღვრო დანაყოფები ჩადგნენ", _ იუწყება აფხაზეთში რუსული "ეფ-ეს-ბეს"-ს პრესსამსახური.