საქართველო დევნილების დაბრუნების საკითხის პოლიტიზირებას ახდენს და ამასთან ერთად მას სულაც არ აღელვებს ამ ხალხის კეთილდღეობა. ეს განცხადება სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ გაეროს დევნილთა საკითხებში უმაღლეს კომისართან უოლტერ კალინთან შეხვედრისას გააკეთა.
ღვინჯიამ ასევე განაცხადა, რომ 1999 წელს აფხაზურმა მხარემ თავად მოახდინა დევნილთა დაბრუნების საკითხის ინიცირება და ცალმხრივად, გალის რაიონში დაახლოებით 60 ათასი დევნილი დააბრუნა.
მისივე თქმით, აფხაზეთის ტერიტორიაზე დევნილების მასობრივმა და სტიქიურმა დაბრუნებამ შესაძლოა რეგიონში სიტუაციის გაუარესება გამოიწვიოს.