ქლორით დამუშავებული ამერიკული ქათამი რუსეთის სასურსათო ბაზარზე ისევ იყიდება, რაშიც რუსეთის მთავარი სანიტარი გენადი ონიშენკო საბაჟო კავშირს ადანაშაულებს.
მისი თქმით, ამერიკული ქათამი რუსეთში საბაჟო კავშირის წევრი ქვეყნებიდან შედის, როგორც ამ ქვეყნებში ნაწარმოები პროდუქცია, რასაც ონიშენკო კარგადგათვლილ მაქინაციად მიიჩნევს.
ონიშენკო ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს იმ ქვეყანას საიდანაც "ამერიკული ქათამი" რუსეთში შედის.
შეგახსენებთ, რომ საბაჟო კავშირში თავად რუსეთი, ბელორუსი და ყახაზეთია გაერთიანებული.
"როსპოტრებნადზორმა" რუსეთში ამერიკული ქათმის იმპორტი 2010 წლის იანვარში აკრძალა, რის მიზეზადაც ამერიკული ქათმის დამუშავების მეთოდი დასახელდა. თუმცა ივლისის ბოლოს რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს შეზღუდვა მოიხსნებოდა. საბოლოოდ კი სექტემბერში რუსეთმა ამერიკულ ქათამს ემბარგო მოუხსნა.