საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოფელ დიღმის საჯარო სკოლაში მოსწაველებს სწვალის დაწყება მიულოცა და საჩუქრად კომპიუტერები გადასცა.
როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ძირითადი კაპიტალი განათლებული ხალხია.
"მთავრი ის არის, რომ საქართველოში იზრდებიან ბავშვები, რომელბიც იქნებიან ყველა ჩვენგანზე ათი თავით უფრო მაღლა, მაგრამ ეს თაობა უნდა შევინახოთ და ბოლომდე მივიყვანოთ. როდესაც ეს ასე იქნება, მაშინ ვერცერთი ქვეყანა ვერ გვაჯობებს, როგორი ძლიერი, შეიარაღებული და ფულიანიც არ უნდა იყოს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დაიწყო.