საქართველოს პარლამენტის 22 მარტის პლენარულ სხდომაზე, მთავრობაზე საპარლამენტო კონტროლის ახალი მექანიზმის - ინტერპელაციის წესის ფორმატში, საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი წარდგებიან.
20 მარტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტი, მინისტრის საათის ფორმატში, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მოუსმენს.
21 მარტს დაგეგემილია საქართველოს ვიცე-პრემიერის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის მოსმენა ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის განხორციელების საკითხზე.