საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტის წევრს ბექა ოდიშარიას დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარადგენს. აღნიშნულ თანამდებობაზე ბექა ოდიშარია ზვიად კვაჭანტირაძეს ჩაანაცვლებს. ეს ინფორმაცია უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ დაადასტურა.
"ვიმსჯელეთ კომიტეტის შესახებ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბატონი ზვიად კვაჭანტირაძე. ვიმსჯელეთ და განიხილება ჩემი მოადგილის ბექა ოდიშარიას კანდიდატურა და პრაქტიკულად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია. ვფიქრობ, ბექა ოდიშარია გამოაცოცხლებს ამ კომიტეტს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ზვიად კვაჭანტირაძის ჩანაცვლების საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც მან უმრავლესობის რიგები დატოვა.