ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტის შემუშავების I ეტაპის შესყიდვაზე კონკურსი გამოცხადდა.
ტექნიკური დავალების შესაბამისად, პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს სათანადო კვალიფიკაციისა და ფართო გამოცდილების მქონე ექსპერტ-პროფესიონალების წარმოდგენა. გეგმარებითი ჯგუფი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის სპეციალისტებისა და არქიტექტორების ბირთვისგან, მოწვეული დარგობრივი სპეციალისტების, ადგილობრივი და/ან საერთაშორისო ექსპერტებისგან უნდა შედგებოდეს.
წინადადებების მიღება 26 აპრილს დაიწყება და 01 მაისს დასრულდება.
შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება დღგ-ს გარეშე 1 მილიონ 101 ათას 694 ლარს შეადგენს.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=298849&lang=ge