19 მარტს, 11:30 საათზე, თბილისის საკრებულოსა და კომპანია“ავერსი-ფარმა“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმის ფარგლებში, მოქალაქეებს, რომლებიც რაიონულ გამგეობებს მედიკამენტების შეძენისთვის დახმარების თხოვნით მიმართავენ, „ავერსი ფარმა“ წამლებს შეღავათიან ფასებით მისცემს.