ენმ არის ძალა, რომელსაც აქვს ძალიან მაგარი წარსული და მიმაჩნია, რომ აქვს კიდე უფრო საინტერესო მომავალი, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშილმა სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში და აღნიშნა, რომ იმისათვის რომ ეს მომავალი მალე დადგეს, საჭიროა, მუდმივი განახლება და შეცვლა პარტიის შემადგენლობის, პოლიტიკური ორგანიზაციის შიდა წყობის.
სააკაშვილის თქმით, როგორც არასდროს, საჭიროა, ახალი ხალხის მოსვლა პარტიაში და მთლიანად ახალ პრინციპებზე აწყობა პარტიის მართვისა.
„გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არჩევნები ივანიშვილმა მოიპარა, სერიოზულად ჩაუყარა საფუძველი დიდ ცვლილებას საქართველოში... საქართველოს მომავალი ხელისუფლება უნდა იყოს ფართო კოალიციური გაერთიანება სრულიად სხვადასხვა ხალხის, დაფუძნებული არა ცალკეულ ადამიანებზე არამედ - პრინციპებზე. ეს პრინციპები არის საქართველოს თავისუფლება, სწრაფი განვითარება, დემოკრატიული კატასტროფის დასრულება და ეკონომიკური სიტუაციის სწრაფი გაჯანსაღება. ამ ყველაფერში გადამწყვეტ როლს, წამყვან როლს თამაშბს ენმ. ენმ არის ძალა, რომელსაც აქვს ძალიან მაგარი წარსული და მიმაჩნია, რომ აქვს კიდე უფრო საინტერესო მომავალი. იმისათვის, რომ ეს მომავალი დროზე დადგეს, რა თქმა უნდა, საჭიროა, მუდმივი განახლება და შეცვლა პარტიის შემადგენლობის, პოლიტიკური ორგანიზაციის შიდა წყობის. ამიტომ, როგორც არასდროს, საჭიროა, ახალი ხალხის მოსვლა პარტიაში და მთლიანად ახალ პრინციპებზე აწყობა პარტიის მართვის. ჯერ ერთი ივანიშვილმა გააკეთა ყველაფერი, მე არ მიშვებს ქვეყანაში, ზოგიერთი ჩვენი ლიდერი არის ციხეში, სულ ახლახანს დავით კირკიტაძე დააპატიმრეს. ეს რა თქმა უნდა, ართულებს ორგანიზაციის მუშაობას, მაგრამ იმისათვის რომ ეს გადაილახოს ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივად მოქნილები და გავაკეთოთ ისეთი რამე, რაც არ შეაჩერებს არც ერთი დღით ჩვენს ბრძოლას“, - განაცხადა სააკაშვილმა.