ბრიტანეთის საელჩო საქართველოში მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას გამო და მოუწოდებს რუსულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით განმართებები გააკეთოს.
"ვწუხვართ, აფხაზეთში რუსულ ობიექტზე დაკავებული ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს. მხოლოდ რუსეთს შეუძლია ამაზე განმარტების გაკეთება. საერთაშორისო ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების არ შეშვება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ასეთ ტრაგედიებს შესაძლებელს ხდის", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე, 1990 წელს დაბადებულმა, ირაკლი თამაზის ძე კვარაცხელიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.