13 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართება ციფრულ გიდის პრეზენტაცია.
ეთნოგრაფიული მუზეუმი დამთვალიერებელს სთავაზობს ციფრულ გიდს ქართულ და ინგლისურ ენებზე. აპლიკაციის ფუნქციაა მომხმარებელს მიაწოდოს აუდიო თუ ტექსტური ინფორმაცია ეთნოგრაფიული მუზეუმისა და იქ არსებული ეთნოგრაფიული სახლების შესახებ.
აპლიკაცია გამორჩეულია იმითაც, რომ საინფორმაციო ტექსტს ახლავს თითოეული კუთხისთვის დამახასიათებელი ქართული ხალხური სიმღერები ანსამბლ „რუსთავის“ შესრულებით.
მუზეუმში არსებული პლანშეტების საშუალებით დამთვალიერებელი დაასკანერებს სპეციალურ ნიშნებს, რომლებიც განთავსებულია ამა თუ იმ სახლის წინ და მიიღებს შესაბამის ინფორმაციას.
აპლიკაცია „არეალი“ შექმნილია გაფართოებული რეალობის - Augmented Reality-ის პლატფორმაზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობის ფარგლებში.