15 სექტემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში დემოკრატიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების კულტურულ-მემკვიდრეობითი ნიმუშების გამოფენა - "თბილისური დემოკრატია" გაიმართება.
საპარლამენტთაშორისო კავშირის დემოკრატიის უნივერსალური დეკლარაციის და გაეროს რეზოლუციის თანახმად, 2007 წლიდან 15 სექტემბერი დემოკრატიის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.
საქართველოს პარლამენტში საერთაშორისო დემოკრატიის დღე, სახელწოდებით "თბილისური დემოკრატია", წელს მეორედ აღინიშნება.
პროექტის "თბილისური დემოკრატია" მიზანია მოახდინოს მრავალეროვანი საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობისა და დემოკრატიული თანაცხოვრების პოპულარიზაცია.