მაყვალა ქასრაშვილი 77 წლის გახდა. ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი (სოპრანო), მსოფლიოში აღიარებული ქართველი პრიმადონა მაყვალა ქასრაშვილი 1942 წლის 13 მარტს დაიბადა. ის გინესის რეკორდების წიგნშიაშეტანილი, რადგან 40 წლის განმავლობაში უწყვეტად ასრულებს ტოსკას პარტიას.
მაყვალა ქასრაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი 1965 წელს.
1966 წლიდან მოსკოვის დიდი აკადემიური თეატრის სოლისტია; მღეროდა ნიუ-იორკის "მეტროპოლიტენოპერას", ლონდონის "კოვენტგარდენის", მიუნჰენის, სავონლინის, კანადის, ვენის, ჩიკაგოს, ვაშინგტონის, ტოკიოსა და მსოფლიო სხვა საოპერო თეატრების სცენებზე. ასრულებდა პარტიებს ჩაიკოვსკის, რიმსკი-კორსაკოვის, პროკოფიევის, ბიზეს, ვერდის, მასკანის და სხვ. ოპერებში. მისი კამერული რეპერტუარი ძირითადად ჩაიკოვსკისა და რახმანინოვის რომანსებს მოიცავს; თანამშრომლობს სიმფონიურ და კამერულ ორკესტრებთან. ზურაბ სოტკილავასთან ერთად ქუთაისში დააარსა ფესტივალი "საოპერო სცენის ოსტატები" (1984, 1985, 1987). 2000 წლიდან მოსკოვის დიდი თეატრის საოპერო ჯგუფის მხატვრული ხელმძღვანელია.