"თქვენ წარმოგიდგენიათ ჩვენი გუნდი თეას გარეშე?", - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე ჟურნალისტების შეკითხვას თეა წულუკიანის განცხადებასთან დაკავშირებით.
„თქვენ წარმოგიდგენიათ ჩვენი გუნდი თეას გარეშე? მე ნამდვილად არ წარმომიდგენია. თეა წულუკიანი არის ძალიან ღირსეული ადამიანი და მინდა გითხრათ, რომ მისი შენატანი ყველა რეფორმაში, რომელიც განვახორციელეთ და რომელმაც მოგვცა საშუალება, გვქონოდა პროგრესი, რაც ჩვენ გვაქვს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, მისი წვლილი არის ძალიან დიდი და ამას გეუბნებით გულწრფელად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ "პოზიციები შეჯერებულია და თემა არის ამოწურული. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ერთიანი გუნდის, ერთიანი პოზიციის პირობებში მუშაობას".
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია თეა წულუკიანის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.