პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ ვიზიტის არსებითი შედეგი, ორ ქვეყანას შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში განზრახულობათა დეკლარაციის გაფორმებაა.
,,სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ეს იყო ძალზე მნიშვნელოვანი და შედეგებზე ორიენტირებული ვიზიტი საქართველოს მეგობარ და პარტნიორ ქვეყანაში. ვიზიტის არსებითი შედეგი, ორ ქვეყანას შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში განზრახულობათა დეკლარაციის გაფორმება გახლავთ. განზრახულობათა დეკლარაცია თავის მხრივ, ქვეყნებს შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას ითვალისწინებს. ლიეტუვას ამ მხრივ დიდი გამოცდილება გააჩნია. აქვს კიბერუსაფრთხოების ძლიერი ცენტრი. შესაბამისად, მეგობარი ქვეყნის გამოცდილების გაზიარებით, საქართველო შეძლებს საკუთარი კრიტიკული ინფრასტრუქტურის კიბერშეტევებისგან დაცვას - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვაში ვიზიტის შედეგებს”, - აღნიშნა ხატია მოისწრაფიშვილმა.