საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით 13-15 მარტს იაპონიას ეწვევა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მამუკა ბახტაძის თქმით, იაპონიაში მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება იაპონიის მთავრობის წარმომადგენლებთან. ქართული დელეგაცია ასევე შეხვდება კერძო სექტორს სამომავლო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით.
15 მარტს იაპონიის დედაქალაქში, ტოკიოში გაიმართება გამოფენის - "საქართველო - ღვინის სამშობლო" საზეიმო ოფიციალური გახსნა, რომელსაც საქართველოსა და იაპონიის მთავრობების წარმომადგენლები დაესწრებიან.