საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 13 მარტს ერევანში გაემგზავრება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ერევანში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, არმენ სარგსიანს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით შეხვდება, რის შემდეგაც პრეზიდენტები მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ.
სალომე ზურაბიშვილი ასევე შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, არარატ მირზოიანს. ვიზიტი ორდღიანია და 14 მარტს დასრულდება.