რუსმა ოკუპანტებმა გალის რაიონის სოფელ ფიჩორის ორი მცხოვრები დააკავეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სამეგრელო-ზემოსვანეთის მხარეში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა თორნიკე კილანავამ განუცხადა, რუსმა ოკუპანტებმა ფიჩორის მცხოვრებლები ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიის ორ მკვიდრთან ერთად დააკავეს.
კილანავას განცხადებით, დაკავებულები რუსმა ოკუპანტებმა თევზაობის დროს დააკავეს და სოხუმის მიმართულებით წაიყვანეს.
კილანავას განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა ფიჩორისა და ანაკლიის მცხოვრებლები, სავარაუდოდ, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.