მომავალ სასესიო კვირაში პარლამენტში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მოუსმენენ, – ამის შესახებ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი, სადაც ირაკლი კობახიძემ ბიუროს წევრებს დღის წესრიგი გააცნო.
თეა წულუკიანის მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში სავარაუდოდ, 21 მარტს გაიმართება.